2 აგვისტო – დაიბადა რეზო თაბუკაშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-12 12:02:00

თაბუკაშვილი რევაზ შალვას ძე (1927–90), მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი, რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981). დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი (1949). თაბუკაშვილის ლექსები და თარგმანები იბეჭდებოდა 40–იანი წლებიდან. მისი პიესები წარმატებით იდგმებოდა თბილისის თეატრების სცენებზე: "რაიკომის მდივანი” (კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრი, 1953, რეჟ. ლ. იოსელიანი; შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრი,1972, რეჟ. რ. სტურუა), "რას იტყვის ხალხი” (კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრი, 1956, რეჟ. ლ. იოსელიანი; 1975, რეჟ. ლ. ნიკოლაძე), "დენბურგის ზარი” (რუსთაველის თეატრი, 1970, რეჟ. გ. ქავთარაძე) და სხვა.

 

თაბუკაშვილმა დაწერა კინოსცენარები ფილმებისათვის "წარსული ზაფხული” (1959, რეჟ. ნ. ნენოვა, გ. წულაია), "ჯვარცმული კუნძული” (1968, რეჟ. შ. მანაგაძე), "მზე შემოდგომისა”(1973, რეჟ. თ. ფალავანდიშვილი), "რეპორტაჟი ნიდერლანდებიდან” (1976, რეჟ. გ. ჭუბაბრია), "რაც დავიწყებით არ იბინდება” (1976, რეჟ. გ. ჭუბაბრია), "ორაგულის ბედი” (1977, რეჟ. გ. ჭუბაბრია); ავტორია ლიბრეტოების ოპერებისათვის "მინდია”(კომპოზიტორი ო. თაქთაქიშვილი), "ქაჯანა” (კომპოზიტორი მ. დავითაშვილი).

 

      თამარაშვილმა თარგმნა უ. შექსპირის სონეტები (1968 გამოიცა 100 სონეტი და 1979 – სონეტების კრებული). თამარაშვილმა გადაიღო დოკუმენტური ფილმები: "კვალი ნათელი” (1978), მიძღვნილი მ. თამარაშვილისადმი (რომლის საფლავსაც თავად მიაკვლია), "ალპური ვარსკვლავი (1979), "ვიტორიო სელა”, "მთანი მაღალნი” (1980), "მიხეილ ხერგიანი”(1981), "პირველად იყო სიტყვა” (1982), "ფურცლები ფრანგული დღიურიდან” (1983), "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი” (1985, ე. თაყაიშვილის ცხოვრების ამსახველი); კინოდილოგია "ნაძარცვის კვალდაკვალ” (1986) და "შორეული სიახლოვე” (1987).

 

      თაბუკაშვილის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოს დაუბრუნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები თუ ფოტომასალა. მათ შორისაა თურქულ ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების ვ. ქიქოძის მიერ გადაღებული ფოტომასალა (700 სლაიდი), ვ. ღამბაშიძის მიერ გადაღებული აკაკი წერეთლის დაკრძალვის პროცესიის ფოტოების ნეგატივები და სხვა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისში არის რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა.

 

წყარო: ქე.–თბილისი. ენციკლოპედია.–თბ.–2002