30 მაისი – დაარსდა "საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა" (1923)
დამატების თარიღი: 2013-02-28 11:12:26

1923 წლის 30 მაისს საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭომ მიიღო დადგენილება "საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის" დაარსების შესახებ.

 

ამ ბიბლიოთეკას საფუძვლად უნდა დასდებოდა საქართველოს მუზეუმთან არსებული ყოფილი თბილისის საჯარო ბიბლიოთეკისა და სახალხო კომისართა საბჭოს ცენტრალური აკადემიური ბიბლიოთეკის ფონდები, დირექტორად კი სახკომსაბჭოს ცენტრალური აკადემიური ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი ნიკოლოზის  ძე გეხტმანი დაინიშნა.

 

წყარო: ქართული წიგნი.–2001.–N2.– თებერვალი.