10 სექტემბერი – დაიბადა მედეა ამირანაშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-13 10:29:23

მედეა პეტრეს ამირანაშვილი (დ. 10 სექტემბერი, 1930, თბილისი), ქართველი მომღერალი (სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი (1965). ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1971) .

 

1954 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ ს. ინაშვილის კლასი). იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (მარგარიტა, გუნოს "ფაუსტი"), რის შემდეგ ამ თეატრის წამყვანი სოლისტია და ასრულებს სოპრანოს მთავარ პარტიებს: მარო, ეთერი და მარეხი (ფალიაშვილის "დაისი" და "აბესალომ და ეთერი"), მზია (თაქთაქიშვილის "მინდია"), ლელა (ლაღიძის "ლელა"), ტატიანა (ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), ზემფირა (რახმანინოვის "ალეკო"), ბატერფლაი (საერტაშორისო პრემია, ტოკიო, 1970), მიმი (პუჩინის "ჩიო-ჩიო-სანი" და "ბოჰემა"), ლეონორა, ვიოლეტა (ვერდის "ტრუბადური" და "ტრავიატა"), ელზა (რ. გაგნერის "ლოენგრინი") და სხვა. ამირანაშვილისთვის დამახასიათებელის ფართო ვოკალურ-არტისტული დიაპაზონი, შინაგანი ექსპრესია და შემოქმედებითი დისციპლინა.