18 აგვისტო - დაიბადა ნოდარ ჩხეიძე
დამატების თარიღი: 2013-03-11 11:42:12

ჩხეიძე ნოდარ (ბიჭიკო) გიორგის ძე (1917 – 81), მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1966). გ. ქუჩიშვილის შვილი.

 

1942 დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. ამავე წელს ჩაირიცხა შოთა რუსთაველის თეატრის დასში. იყო ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის მსახიობი. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელი იყო გულწრფელობა, უშუალობა, სისადავე და დიდი სცენური მომხიბვლელობა. როლები: ფილიპო (კ. გოლდონის "საპატარძლო აფიშით”), გიქო (გ. სუნდუკიანის "პეპო”), კარლ II (ფ. დიუმანუარისა და ა. დენერის "დონ სეზარ დე ბაზანი”), ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი”), ჰამლეტი, ედგარი ( უ. შექსპირის "ჰამლეტი”, "მეფე ლირი”), ფრანც მოორი (ფ. შილერის "ყაჩაღები”), და სხვა. 1964 თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის სცენაზე დადგა ვაჟა–ფშაველას "სათაგური”. იყო პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის პედაგოგიური რეჟისორი. 1950–იან წლებში ხელმძღვანელობდა თსუ–ის სტუდენტურ თეატრს.კინოში იღებდნენ 1958–იდან. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

 

  

წყარო: ქე.–თბილისი ენციკლოპედია.–თბ.–2002წ.