12 ნოემბერი – დაიბადა ლეო ანთაძე
დამატების თარიღი: 2013-03-15 12:25:46

ლეო ანთაძე დაიბადა თბილისში 1932 წლის 12 ნოემბერს.

1951 წ. თბილისის ვაჟთა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1955 წელს. სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა მარჯანიშვილის (1955 – 67), რუსთავის (1967 – 75) თეატრებში. 1975 წლიდან კვლავ დაუბრუნდა მარჯანიშვილის თეატრს. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961). საქართველოს სახალხო არტისტი (1979).