26 ივნისი – დაიბადა ნიკოლოზ ჩაჩავა
დამატების თარიღი: 2013-03-05 10:24:38

ჩაჩავა ნიკოლოზ ვლადიმერის ძე დაიბადა  1901 წელს ქუთაისში. მისი პირველი წიგნი დაიბეჭდა ქუთაისში 1919 წელს, ახალგაზრდების ჟურნალ "წინსვლის ემბლემაში”.

 

პოეტის ლექსების პირველი კრებული ("სიცოცხლეს ვუმღერი”) გამოვიდა 1984 წელს. მისი ლექსების კრებულებია: "სადაც ვშობილვარ”, "რაც განმიცდია”, "ცისა და მიწისა”, "ამ ქვეყანაზე”,  "შენდამი შენთვის ადამიანო”.

ნიკოლოზ ჩაჩავა ნაყოფიერად მუშაობდა საბავშვო მწერლობაშიც.

 

 

ეს გაზაფხულიც უცებ მოვიდა

 

ისე მოაწყდა ფოთლები ეზოს,

ვერც კი გავიგე, რა დროს და როდის...

ერთ დღეს სულ ჩუმად და უმიზეზოდ

გაზაფხულის ხმა ჩემთანაც მოდის.

გამჭვირვალე და სუფთა დღეები

მოადგნენ სარკმელს და ლაჟვარდს გასცდნენ.

მოკრძალებული გუშინ ხეები

უცებ დაქალდნენ და დავაჟკაცდნენ.

1946

 

წყარო: ქართული საბჭოთა პოეზიის ანთოლოგია. თბილისი. 1971