2 ივლისი – დაიბადა ბესარიონ ჟღენტი
დამატების თარიღი: 2013-03-07 12:11:40

ბესარიონ (ბესო) დავითის ძე ჟღენტი (1903–76), ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1975).

 

დაამთავრა თსუ ეკონომიური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილება (1926). 1932–37 იყო საქართველოს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი, კინოსტუდიის სასცენარო განყოფილების მთავარი რედაქტორი (1937–42),საქართველოს ლიტფონდის დირექტორი (1943–46), გამომცემლობა "ზარია ვოსტოკას " მთავარი რედაქტორის მოადგილე (1946–51), საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1958–76),შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ისტ. ინსტიტუტის საბჭოთა მწერლობის განყოფილების ხელმძღვანელი (1964–76). კითხულობდა ლექციებს თსუ–ში. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1922. იყო " ფუტურისტ–ლეფელთა” ჯგუფის ერთ–ერთი ორგანიზატორი და თეორიტიკოსი. ბესარიონ ჟღენტის ლიტერატურული კრიტიკისა და სამეცნიერო გამოკვლევებიდან აღსანიშნავია თანამედროვე ქართული ლიტერატურის პრობლემებისადმი მიძღვნილი ნაშრომები, მონოგრაფიები და სხვა.

 

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისში არის ბესარიონ ჟღენტის ქუჩა.