27 ივლისი – დაიბადა გია მატარაძე
დამატების თარიღი: 2013-03-06 10:26:14

გია მატარაძე დაიბადა 1939 წლის 27 ივლისს თელავში. 1963 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეტრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

 

ხოლო შემდეგ ამავე ინსტიტუტის კინოფაკულტეტი. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორია ფილმების: "მოკვეთილი” (1992), "გამოცხადება” (1988), "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში (1985), "ბანდიტი აგურის ქარხნიდან” (1983), "მოთხრობები პირველ სიყვარულზე (1981), "გოლა (შემთხვევა ზურგში)” (1980). გადაღებულია ფილმებში: "ბატონი ავანტურისტები” (1985), "სკაპენის ოინები” (1984), "წკიპურტები” (1973), "ჩაძირული ქალაქის მაძიებლები” (1972).