5 ივლისი – დაიბადა ზაალ კახიანი
დამატების თარიღი: 2013-03-07 11:55:53

კახიანი ზაალ ნიკოლოზის ძე - ქირურგი. დაიბადა 1927 წლის 5 ივლისს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტუტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1951).

 

იგი იყო ქირურგიის ინსტიტუტის ასპირანტი (1951-53), გადაუდებელი ქირურგიის კათედრის დოცენტი (1960 წლიდან), პროფესორი. 1967 წელს გახდა კათედრის გამგე. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ”სიმსივნეებისა და ანთების ურთიერთდამოკიდებულება” (1953), 1966 წელს სადოქტორო _ ”პორტული ჰიპერტენზიის ეთიოლოგია, პათოგენეზი და მკურნალობა”. 1962-1972 წლებში იყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 1968 წლიდან თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადადუდებელი ქირურგიის კათედრის გამგეა. 1980 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ოდენითა და მედლებით. ავტორია 236 სამეცნიერო ნაშრომის, 36 მონოგრაფიის, 5 გამოგონების, 2 რაციონალიზატორული წინადადების. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი 1992-95 წლებში, ჟურნალისტთა კავშირის წევრი, სამედიცინო საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე, უცხოეთის 7 აკადემიის წევრი. იყო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორი, საქართველოს სამედიცინო მეცნიერების აკადემიის პირველი პრეზიდენტი. მიღებული აქვს კოპერნიკისა და პიროგოვის სახელობის მედლები, ღირსების ორდენი. მისი ბიოგრაფია შეტანილია კემბრიჯის უნივერსიტეტის წიგნში ”ლიდერები, რომლებმაც მიაღწიეს საერთაშორისო აღიარებას” (1997).

 

2000 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

 

წყარო: თბილისის საპატიო მოქალაქეები. – თბ. 2000 წ.