28 ივლისი – დაიბადა გრიგოლ გიორგაძე
დამატების თარიღი: 2013-03-06 10:25:41

გიორგაძე გრიგოლ ძე (დაიბადა 1927–2005), ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993).

 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1991), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე (1988–იდან). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ასირიოლოგიის კათედრის გამგე (1991–იდან).ქართული ენციკლოპედიის რედ. ძვ. ისტ. და რელიგ. სამეცნ.–საკონსულტაციო სექციის თავმჯდომარე. მუშაობდა ძველი ღმოსავლეთის ისტორიაში, კერძოდ, ხეთოლოგიასა და მომიჯნავე დარგებში. გიორგაძის სამეცნიერო შრომები ეძღვნება ძირითადად ხეთების სახელმწიფო სოც.–ეკონ. ისტორიის, სახელმწიფოებრივი წყობის, მათი პოლიტ. და ეთნ. ისტორიის, ისტორიული გეოგრ. სამართლის საკითხებს. იკვლევდა ხეთურ და ქართველურ ენათა, ხეთური და ძვ. ქართ. რელიგ. პანთეონის, ხეთებისა და ქართველურ ტომთა კულტ. ურთიერთობის საკითხებს.

 

წყარო: ქე.– თბილისი.– ენციკლოპედია.–თბ.–2002 წელი