29 ივლისი – დაიბადა ბიძინა კვერნაძე
დამატების თარიღი: 2013-03-05 14:39:53

კვერნაძე ბიძინა (ალექსანდრე) ალექსანდრეს ძე (დ. 1928), კომპოზიტორი, პედაგოგი. საქართველოს სახ. არტისტი (1979), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო (1985) და ზ. ფალიაშვილის სახელობის (1981) პრემიების ლაურეატი.

 

თბილისის საპატიო მოქალაქე (1996). 1953 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. ა. ბალანჩივაძის კლასი), 1963–იდან კონსერვატორიის პედაგოგია (სპეც. კომპოზიციის კლასი), 1980–იდან – პროფესორი; 1996–იდან კომპოზიციის კათედრის გამგე. რჩეული ნაწარმოებები: ოპერები – "იყო მერვესა წელსა” (დაიდგა თბილისში, 1983) და "მედეა” (დაიდგა ქუთაისში, 1993; სახელწ. "კოლხთა ასული”, დაიდგა თბილისში, 1997); ბალეტები – "ქორეოგრაფიული ნოველები” (1963) და "ბერიკაობა” (1973, ორივე დაიდგა თბილისში); სიმფონია (1963), "ცეკვა–ფანტაზია” ორკესტრისათვის (1959), "ძველი ქართული წარწერები” (1978) სოლისტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის, ვოკალურ–სიმფ. პოემა (ე. თათარაიძის ლექსებზე, 1979), ორი საფორტეპიანო (1950, 1966) და სავიოლინო (1957) კონცერტები. კვერნაძეს დაწერილი აქვს მრავალი საესტრადო სიმღერა, მუსიკა ოცდაათზე მეტი კონოფილმისათვის (მათ შორის მრავალსერიანი ფილმისათვის "დათა თუთაშხია”, 1978, ჯ. კახიძესთან ერთად). გაფორმებული აქვს დრამ. სპექტაკლები ("ჭინჭრაქა”, "ყვარყვარე თუთაბერი”, "მე ვხედავ მზეს”, "ზაფხულის ღამის სიზმარი” და სხვა.) კვერნაძე თანამდროვე მუსიკის გამოჩენილი წარმომადგენელია. მისი მუსიკა მკაფიო ინდივიდუალობით და არტისტული ხიბლითაა აღბეჭდილი. დაჯილდოებულია ღირსების ორდერით (1998).

 

 

წყარო: ქე. – თბილისი. – ენციკლოპედია. – 2002.