საჯარო ლექციები ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-10-03 17:32:00

3 ოქტომბრიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად საჯარო ლექციების კურსი დაიწყო.

ლექციებს ხელმძღვანელობს მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი ემზარ ჯგერენაია, ხოლო ლექციების მოდერატორია დავით თინიკაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).

 

საჯარო ლექციების განრიგი:

3 ოქტომბერი, 18 სთ.

მაისურაძე გიორგი, ფილოსოფოსი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

მოხსენება: "პროვინციალიზმი: კულტურული სემანტიკა და სოციალური რეპრეზენტაციები"

 

10 ოტომბერი, 18 სთ.

ანდრონიკაშვილი ზაალი, ლიტერატურათმცოდნე, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

მოხსენება: "ხალხთა სტუმართმოყვარეობა: ეთნიკური ნაციონალიზმის გენეალოგია"

 

17 ოქტომბერი, 18 სთ.

გიგინეიშვილი ლევანი, მედიევისტი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

მოხსენება: "სოკრატე და პოლიტიკა".

 

24 ოქტომბერი, 18 სთ.

ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი, სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი

მოხსენება: "ეკლესიის ძალაუფლება".

 

31 ოქტომბერი, 18 სთ.

ლევან აბაშიძე, თეოლოგი, ფიზიკოსი

მოხსენება: "ქრისტიანული სარწმუნოება და თანამედროვე მეცნიერება".

7 ნოემბერი, 18 სთ.

ჯავახია ბეჟან, მედიევისტი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერისტეტის სრული პროფესორი

მოხსენება: "რომის იდეა შუა საუკუნეების საქართველოში"

 

14 ნოემბერი, 18 სთ.

გია ნოდია, პოლიტოლოგი, ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორი

მოხსენება: "სეკულარიზაცია თუ დესეკულარიზაცია: თანამედროვე ტენდენციები".

 

21 ნოემბერი, 18 სთ.

გაბრიელე ბრაგანტინი, მღვდელი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი

მოხსენება: "მე-13 საუკუნე: ეკლესიათა გაერთიანების მცდელობა"

 

28 ნოემბერი, 18 სთ.

ცოფურაშვილი თამარ, ფილოსოფოსი, ასოცირებული პროფესორი, ილიას უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

მოხსენება: "ქრისტიანობა, როგორც თანასწორობის რელიგია"

5 დეკემბერი, 18 სთ.

გიგა ზედანია, ფილოსოფოსი, სრული პროფესორი ილიას უნივერსიტეტის მოდერნულობის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი

მოხსენება: "სტუმართმოყვარეობის პრაქტიკები: ფილოსოფია, რელიგია, ლიტერატურა".

 

12 დეკემბერი, 18 სთ.

გიორგი სანიკიძე, აღმოსავლეთმცოდნე, სრული პროფესორი ილიას უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი მოხსენება: "ისლამი, სეკულარიზმი და ვესტერნიზაცია"

 

19 დეკემბერი, 18 სთ.

თამარ პატარიძე, ასიროლოგი ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი

მოხსენება: "სირიული ეკლესიები: ისტორიული და თანამედროვე კონსტექსტი".

 

26 დეკემბერი, 18 სთ.

თემურ ბუაძე, თეოლოგი თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორი

მოხსენება: "ღმერთის იდეა ანტიკურ სამყაროში".