
გერმანული ლიტერატურისადმი მიძღვნილი სალექციო კურსი, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკა და ჰუმბოლტის სამკითხველო დარბაზი ახორციელებს, გრძელდება.
16 ოქტომბერს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოციირებულმა პროფესორმა კოკა ბრეგაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია "გერმანული მოდერნიზმი".
მომხსენებელმა მიმოიხილა შემდეგი საკითხები:
1. "მოდერნიზმის" ცნება დეფინიციისათვის (კულტუროლოგიური და ლიტერატურათმცოდნეობითი ასპექტები);
2. გერმანული მოდერნიზმის ფილოსოფიური საფუძვლები (შოპენჰაუერი, კირკეგორი, ნიცშე);
3. გერმანული მოდერნიზმი - ისტორიული ექსკურსი: პერიოდიზაცია, მიმდინარეობები, წარმომადგენლები, საეტაპო თხზულებანი;
4. გერმანული მოდერნიზმი - თ. მანი, ჰ. ჰესე, ფრ. კაფკა, რ. მუზილი, ჰ. ბროხი.