
12 ოქტომბერს 20:00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიტერატურულ კონკურს ”თაობები-2012”-ის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ასევე საზოგადოებას წარედგინა კრებულები ”ორი კითხვა 172 ლიტერატურის მოყვარულს” და ”ლიტინტერვიუები ჟურნალისტებთან”.
ლიტერატურული კონკურსი ”თაობები-2012” ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ-ტელევიზია GeolibTV-იმ და ლიტფორუმმა ”ებლიტფომ” 25 აგვისტოს გამოაცხადეს. მისი მიზანი იყო სკოლის მოსწავლეების, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების წახალისება.
კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებმა პოეტური და მცირე ზომის პროზაული ნაწარმოებები გამოგზავნეს ელექტრონულ მისამართზე geolibtv@nplg.gov.ge. ნაწარმოებები განთავსდა GeolibTV-ის ე.წ. ”ნოუთებში”. გამოგზავნილთა შორის იყო როგორც გამოქვეყნებული, ისე გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები. გამარჯვებულად გამოცხადდა ნაწარმოები, რომელმაც Facebook-ში GeolibTV-ის გვერდზე ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა.
კონკურსი 30 სექტემბერს დასრულდა.
კონკურსისთვის საპრიზო ფონდი დააწესა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ქალბატონმა მზია თვალაბეიშვილმა.
ორ ნომინაციაში თითოეული გამარჯვებული ქალბატონმა მზიამ 50-50 ლარით დააჯილდოვას.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემინიალის დასრულებისთანავე გამოცხადდა ახალი კონკურსის პირობები და ვადები.