
9 ოქტომბერს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოციირებული პროფესორი კოკა ბრეგაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას "გერმანული რომანტიზმი".
მომხსენებელი ისაუბრებს რომანტიზმის ცნებაზე; გერმანული რომანტიზმის ფილოსოფიურ საფუძვლებზე (ფიხტე, შლაიერმახერი); გერმანული რომანტიზმის პოეტოლოგიურ პრინციპებზე (ნოვალისი, ფრ. შლეგელი); სიყვარულის, რელიგიის, ბუნების სიკვდილის გაგებას და ისტორიულ ექსკურსს გერმანულ რომანტიზმში (პერიოდიზაცია, ფაზები, საეტაპო თხზულებები).
ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია-საუბარი.
გიწვევთ გერმანული ლიტერატურით დაინტერესებულ ყველა მსურველს.
დასწრება თავისუფალია.
მხარდამჭერი ორგანიზაცია: თბილისის გოეთეს ინსტიტუტი.