
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "არტისტერიუმი” უკვე მეხუთე წელია ტარდება და არსებულ სოციალურ თუ პოლიტიკურ მდგომარეობას პასუხობს. წლევანდელი "არტისტერიუმის” თემაა "პროტესტი, რომელიც არასდროს მთავრდება”.
ფესტივალის ფარგლებში 8 ოქტომბერს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საშა ჭავჭავაძისა ("ტანსაცმელი რევოლუციისათვის") და ლადო ფოჩხუას ("წიგნი ახალი ქართული არისტოკრატიისათვის") გამოფენა გაიმართება.
გამოფენა 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება