
ახლახანს საფუძველი ჩაეყარა ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველთა საზოგადოებრივი გაერთიანების - „მკითხველთა კლუბის“ დაარსებას.
მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია მკითხველთა მომსახურების გაუმჯობესებაში აქტიური თანამონაწილეობა და ერთობლივი საგანმანათლებლო, კულტურული და შემეცნებითი ხასიათის პროექტების განხორციელება.
ვისაც სურვილი გაქვთ შემოგვიერთდეთ და გაგაჩნიათ კონკრეტული წინადადებები და ინიციატივები, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის სამდივნო
ტელ.: 2 97 16 61
საკონტაქტო პირი ლელა ბუცხრიკიძე