
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოში მოქმედ გამომცემლობებთან და მათი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის განთავსებას თავის ვებგვერდზე.
ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის აქტიური თანამშრომლობისათვის გამომცემლობებს: დიოგენეს, ლოგოს პრესსა და პალიტრა L–ს.
იმედი გვაქვს, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობიდან ქართველი გამომცემლები ბევრი საინტერესო იდეითა და პროექტით დაბრუნდებიან და ჩვენი თანამშრომლობაც უფრო ინტენსიური გახდება.
პროექტში მონაწილეობისათვის ველით ყველა გამომცემლობას.