
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში ეროვნული ბიბლიოთეკის, ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოსა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდ თავისუფლებისათვის ორგანიზებით საჯარო ლექციების კურსი დაიწყო.
სულ ჩატარდება რვა ლექცია. მსმენელებს, რომლებიც სულ მცირე 6 ლექციას მოისმენენ, სერთიფიკატები გადაეცემათ.
ლექციებზე დასწრება თავისუფალია.
სალექციო ციკლის განრიგი:
31 ოქტომბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: ზაზა შათირიშვილი
მოხსენების თემა: „თავისუფლების გაგების სამი კონცეპტი“
7 ნოემბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: ავიგდორ ჟარდენი
მოხსენების თემა: „ეკონომიკა და ძველი აღთქმა“.
14 ნოემბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: ბექა მინდიაშვილი
მოხსენების თემა: „ თავისუფლება და რელიგია“
21 ნოემბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: პაატა შეშელაძე
მოხსენების თემა: „ეკონომიკა და ახალი აღთქმა“
28 ნოემბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: მამა გაბრიელე ბრაგანტინი
მოხსენების თემა: „თავისუფლება, რელიგია და სოციალური პასუხისმგებლობა“
5 დეკემბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: გიორგი ჩხიკვაძე
მოხსენების თემა: „რელიგია და თანამედროვე დემოკრატია“
12 დეკემბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: გიორგი ჩიქოვანი
მოხსენების თემა: „რელიგია და არჩევანის თავისუფლება კლასიკურ ლიბერალიზმში“
19 დეკემბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: გია ჯანდიერი
მოხსენების თემა: ”საკუთრება, ვაჭრობა და ბაზარი სხვადასხვა რელიგიურ ხედვებში“
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ნინო ლომაურიძე
598 68611; 2933975;
office@nesgeorgia.org;