
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა სამეცნიერო ჟურნალ „ბიბლიოთეკას“ გამოუშვებს, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში გამოვა.
ჟურნალი „ბიბლიოთეკა“ კვარტალში ერთხელ გამოვა, რომელიც სამეცნიერო, კულტურულ მიღწევებსა და სიახლეებს გააშუქებს. მისი ტირაჟი საწყის ეტაპზე 500-დან 1000 გამოცემამდე იქნება და უფასოდ დარიგდება სხვადასხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში.
ჟურნალი ელექტრონულ სივრცეშიც განთავსდება.