ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელს" დაემატა ახალი მასალები
დამატების თარიღი: 2012-11-05 18:03:00

ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელის" ჟურნალების კოლექციას დაემატა ქართული ყოველდღიური საზოგადოებრივ-ეკონომიკური და ლიტერატურული ჟურნალი "კლდე", რომელიც  გამოდიოდა თბილისში 1912—1915 წლებში, რედაქტორ-გამომცემელი — რ. გაბაშვილი. ჟურნალში სტატიებისა და წერილების გარდა დაბეჭდილია გი დე მოპასანის, ჯ. ლონდონის, ჯ. კ. ჯერომის, ფ. კოპეს, ო. უალდის, მ. ტვენის, ა. ფრანსის, ი.ვ. გოეთეს, ტ. შევჩენკოს და სხვა მწერალთა ნაწარმოებების თარგმანები. მხატვრობა ეკუთვნის ო. შმერლინგს. 1915 წლის მაისში ჟურნალი დაიხურა.