
აშშ–ის საელჩოს პრეს ატაშემ ჯერემი რიჩარტმა, კულტურის ატაშემ ლოლა პეტროვამ და საინფორმაციო რესურსების სპეციალისტმა ნანა შუღლაძემ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას პოლიტიკური, ისტორიული, მხატვრული, საგანმანათლებლო, შემეცნებით-გასართობი, ადამიანის უფლებებისა და სოციოლოგიის შესახებ ორმოცდაათამდე წიგნი და ჟურნალი გადასცა საჩუქრად.
ახალი ლიტერატურა და პერიოდული გამოცემები მკითხველებისთვის უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის სამკითხველო დარბაზში.