სამეცნიერო მონაცემთა ბაზები ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის
დამატების თარიღი: 2012-11-07 14:48:00

ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული და ელექტრონული რესურსებით მომსახურების დარბაზების მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მსოფლიოს ცნობილი სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით:

2012 წლის 30 ნოემბრამდე საცდელი ვადით ჩაირთო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების ერთ–ერთი წამყვან მომწოდებელ Gale-ს შვიდი დასახელების სხვადასხვა თემატიკის მონაცემთა ბაზა: http://find.galegroup.com/menu/

·       Biography in Context;

·       Business Insights: Global;

·       General OneFile;

·       Global Issues in Context;

·       GREENR;

·       Student Resources in Context;

·       World History in Context

Gale Databases გთავაზობთ სტატისტიკურ ანალიზებს ეკონომიკის, ცივილიზაციის და სხვა  სფეროებში. 

  2012 წლის 10 დეკემბრამდე საცდელი ვადით კონსორციუმის წევრებისათვის ჩაირთო რუსული მონაცემთა ბაზა „ინტეგრუმი“ – Integrum World Wide, რომელიც მოიცავს  რუსეთის და დსთ–ს ქვეყნების გაზეთებს, ჟურნალებს, საინფორმაციო სააგენტოების ანგარიშებს, ანალიტიკურ და სტატისტიკურ ბიულეტენებს, კანონებს და სხვა.

 http://aclient.integrum.ru/gate/?name=natparlanent

 

2012 წლის 15 დეკემბრამდე ჩაირთო OCLC FirstSearch მონაცემთა ბაზა. ბაზაში შესასვლელად აკრიფეთ ავტორიზაციის ნომერი  100 405 001 და პაროლი TXRN9XATH.

 

 2012 წლის დეკემბრის ბოლომდე ჩაირთო მრავალ პროფილიანი, ყოველთვიურად განახლებადი 80000 დასახელების ელექტრონული წიგნები EBSCO -ს აკადემიური კოლექციიდან. 

http://search.ebscohost.com/login.aspx?authtype=uid&group=main&profile=ebook 

ID: GLISC
PW: password

2012 წლის დეკემბრის ბოლომდე საცდელი ვადით ჩაირთო საინჟინრო და ტექნოლოგიური ინსტიტუტის (IET) ციფრული ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს ყოველდღიურად განახლებად  სამეცნიერო სტატიებსა და საკონფერენციო- საგამოფენო მასალებს საინჟინრო ტექნოლოგიების დარგში (1994 წლიდან დღემდე) http://ieedl.org/

  შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან  ბიბლიოთეკაში ჩართულია სხვა მონაცემთა ბაზები. იხ. ბმული

 მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომია მხოლოდ ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ამ ბაზებით მკითხველს შეუძლია ისარგებლოს: 

  1. ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის სამკითხველო დარბაზში (IIIკორპ. I სართ.);
  2. ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილებაში,  (III კორპ. 0 სართ.);