
ეროვნული ბიბლიოთეკის „მკითხველთა კლუბმა“ ახალი პროექტი „კლასიკური მუსიკის საღამოები“ დაიწყო.
პროექტის ფარგლებში 20 ნოემბერს, 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში ღონისძიება „ბეთჰოვენი... კლასიციზმიდან რომანტიზმამდე“ გაიმართა.
პროექტის „კლასიკური მუსიკის საღამოები“ ავტორია ნინო ბეჟიტაშვილი; ღონისძიებას გაუძღვა დავით გაჩეჩილაძე.