ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელს" დაემატა ახალი მასალები
დამატების თარიღი: 2012-11-22 11:35:00

ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელს" პროექტის "წარსულთან შეხვედრის" ფარგლებში დაემატა ქართული პოლიტიკური და კულტურულ-ლიტერატურული ემიგრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელის, გიორგი წერეთელის ფოტოები. გიორგი წერეთელი გახლდათ ჟურნალ „გუშაგის“ რედაქტორი, პოეტი და პუბლიცისტი, მან საფრანგეთის ქართული სათვისტომოს მაშინდელ თავჯდომარესთან ლევან ზურაბიშვილთან და მიხეილ გრიგოლიასთან ერთად დაარსა საკუთარი ბეჭდვითი ორგანო, ჟურნალი „თავისუფლების ტრიბუნა“, რომლის პირველი ნომერი გამოვიდა 1974 წელს. გარდა ჟურნალისტური და პუბლიცისტური მოღვაწეობისა გიორგი წერეთელს საინტერესო პოეტური მემკვიდრეობაც აქვს. იგი ბოლო წლებში სათავეში ედგა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მწერალთა და ჟურნალსიტთა განახლებულ შემოქმედებით კავშირს. გარდაიცვალა 76 წლის ასაკში. დასაფლავებულია ლევილის სასაფლაოზე. ეს უნიკალური ფოტოები მოგვაწოდა ბატონმა გოჩა წერეთელმა, "ივერიელი" დიდ მადლობას უხდის მას პროექტში მონაწილეობისათვის.