
წიგნი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი – მერაბ მამარდაშვილის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარსელ პრუსტის ეპოპეაზე წაკითხული სალექციო კურსის (1984/85 წწ.) პირველი 7 ლექციის თარგმანი.
მეორე ნაწილს ავტორებმა პირობითად უწოდეს „მამარდაშვილის ფრანგული არქივიდან“. მკითხველი გაეცნობა 1989/90 წლებში მერაბ მამარდაშვილის მიერ პარიზსა და ბარსელონაში წაკითხულ ლექციებს, მოხსენებებს და სხვადასხვა ფრანგულენოვანი გაზეთებისა თუ ჟურნალებისადმი მიცემულ ინტერვიუებს.
მესამე ნაწილი – მერაბ მამარდაშვილის სამი ტექსტი, რომელიც ცნობიერებისა და კულტურის პრობლემებს ეხება.