ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელს" დაემატა ახალი ფოტოკოლექცია
დამატების თარიღი: 2012-11-26 10:50:00

ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელს" დაემატა უნიკალური ფოტოები. ქალბატონმა ნათელა გრიგოლიამ მოგვაწოდა ბოლნისის მკვიდრის, ანა ვახვახიშვილის პირადი ფოტოკოლექცია, რომელშიც ასახულია ბოლნისში მცხოვრები გერმანელების ცხოვრება და მოღვაწეობა, ეს ის პერიოდია როდესაც 1818 წელს სოფელ რატევნის მახლობლად შვაბიიდან გადმოსახლებული გერმანელები ჩამოასახლეს, მათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ბოლნისის ისტორიაში. გერმანელების დასახლებას ჯერ კატარინენფელდი ერქვა, ხოლო საბჭოთა არმიის შემოსვლის შემდეგ კოლონიას საბჭოელი კომუნისტის, როზა ლუქსემბურგის სახელი დაარქვეს. 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ყველა გერმანელი მოსახლე, რომელიც არ იყო დაქორწინებული ქართველზე, ციმბირსა და ყაზახეთში გადაასახლეს. "ივერიელი" უდიდეს მადლობას უხდის ქალბატონ ნათელა გრიგოლიას პროექტში "წარსულთან შეხვედრა" მონაწილეობისათვის.