
27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროკავშირის კუთხე გაიხსნა. ღონისძიება ჩატარდება ორგანიზაციის „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ მიერ დაგეგმილი პროექტის „საქართველო ევროპა“ ფარგლებში. ეროვნული ბიბლიოთეკის გარდა, ევროკავშირის კუთხეები საქართველოს ექვს საუნივერსიტეტო ქალაქში გაიხსნება.
ღონისძიების პარალელურად ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ პროექტის „საქართველო ევროპა“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულებ დააჯილდოვდნენ. დაჯილდოვების ცერემონიალს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი დაესწრო. ასევე მოხსენება გაკეთდა ევრო კავშირის და პროეტ „საქართველო ევროპაში“ თემაზე.