ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
დამატების თარიღი: 2012-11-27 16:20:00

27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და არასამთავრობო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია “ამაგდარი – საზოგადოება ყველა ასაკისათვის” შორის გაფორმდა მემორანდუმი.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი შემეცნებით-საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების მომზადებას და ჩატარებას; სხვადასხვა თემატური გამოფენების მოწყობას; როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულთა პოეტური და პროზაული ნაწარმოებების პრეზენტაციებს და მათ საჯარო განხილვებს; ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებას; ჩასატარებელი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით საპროექტო წინადადებების შემუშავებას დონორ ორგანიზაციებში წარსადგენად.

 

მემორანდუმს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ამაგდარი – საზოგადოება ყველა ასაკისთვის” თავმჯდომარე ვახუშტი ქიზიყურაშვილმა.