სტალინის ციფრული არქივი ჩვენი მკითხველებისთვის
დამატების თარიღი: 2016-10-28 23:45:00

ძვირფასო მკითხველებო,  

28 ოქტომბრიდან, ჩვენი დიდი თხოვნით, უკვე მეორედ, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში ჩაირთო სტალინის ციფრული არქივი

2011 წელს, იელის უნივერსიტეტის გამომცემლობამ (აშშ) სტალინის არქივი სრულად გააციფრა და კოლექცია 40000-ზე მეტ დოკუმენტს მოიცავს. ციფრულ არქივში ქრონოლოგიურად არის მოცემული სტალინის პირადი ცხოვრების, პირადი მიმოწერის, სამთავრობო საქმიანობისა და საერთაშორისო ურთიერთობების ამსახველი, დღემდე უცნობი მასალები. აღსანიშნავია, რომ ამ არქივს თან ერთვის უცნობი მასალების მიხედვით გამოცემული, ახალი წიგნების შესახებ არსებული მონაცემებიც. 

დაკლიკეთ ლურჯ ლინკებზე და არქივის გვერდზე შესვლის შემდეგ, მასალების საკუთარი კოლექციის შესაქმნელად, საკუთარი იმეილით ამ ლინკიდან დარეგისტრირდით. 

ელექტრონულ მასალებზე წვდომას უზრუნველყოფს  იელის უნივერსიტეტის გამომცემლობა და საინფორმაციო სამსახური Eastview 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში.