სემეკი მოძრაობა „ეკვილიბრიუმში“ ჩაერთო
დამატების თარიღი: 2017-09-28 11:30:00

28 სექტემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული თვინინგის პროექტის - „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შესაძლებლობების გაძლიერება დანახარჯების მარეგულირებელ აუდიტსა და ბაზრის მონიტორინგში" - დახურვის ცერემონია გაიმართა.

სემეკის თანამშრომლები და ღონისძიების მონაწილეები ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმში" ჩაერთნენ და სოფლის ბიბლიოთეკების დასახმარებლად წიგნები შეაგროვეს. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ სემეკის წარმომადგენლებსა და სტუმრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, ხაზგასმით აღნიშნა პროექტის განსაკუთრებული მნიშვნელობა და განაცხადა, რომ წიგნები რეგიონების ბიბლიოთეკებს უახლოეს მომავალში გადაეცემა.