ბლუმსბერის საერთაშორისო ბიბლიოთეკა საკვების შესახებ
დამატების თარიღი: 2017-10-18 17:55:00

ძვირფასო მკითხველებო, 

16 ოქტომბრიდან 16 ნოებრამდე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში ჩართულია ცნობილი საერთაშორისო გამომცემლობის, Bloomsbury Publishing-ის ციფრული ბიბლიოთეკა Bloomsbury Food Library.

Bloomsbury Food Library ინტერდისციპლინარული რესურსია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ქვეყნის ენციკლოპედიას, ელექტრონულ წიგნებს, სურათებს,  კვლევებს, მათ შორის, კენ ალბაიას ცნობილ "მსოფლიოს საკვების კულტურების ენციკლოპედიასა" და კემბრიჯის "საკვების მსოფლიო ისტორიას",  აგრეთვე, "ბლუმსბერის საკვების კულტურის ისტორიის" ექვსივე ტომს თავისი განმარტებებით. მასალებს ერთვის ილუსტრაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, მეტროპოლიტენის მუზეუმის დიდი კოლექცია.

Bloomsbury Collections მოიცავს უახლეს ლიტერატურას ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მედიცინის, ხელოვნების დარგებში, ინტერდისციპლინარული დარგების მკვლევრებისთვის უნიკალური რესურსია. მსოფლიოში ცნობილი გამომცემლობა წელიწადში 1100 ახალ, ძვირადღირებულ სამეცნიერო წიგნს გამოსცემს და არაერთი ჯილდოს მფლობელია. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში.