პოსტსაბჭოთა გამოცემების ციფრული ბიბლიოთეკა Biblioplanet
დამატების თარიღი: 2017-10-18 17:14:00

ძვირფასო მკითხველებო,

17 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში ჩართულია ამერიკული კომპანიის MIPP International ციფრული ბიბლიოთეკა BIBLIOPLANET. აღნიშნული კომპანია პოსტსაბჭოთა სივრცის გამოცემების გავრცელებაზე მუშაობს, რომელშიც პარტნიორობას რუსულენოვანი ლიტერატურის ყველაზე დიდი მიმწოდებელი,  Direkt-Media უწევს. ბიბლიოპლანეტა აერთიანებს 70 000 ელექტრონულ წიგნს რუსული ლიტერატურისა და ისტორიის, სამართლის, ეკონომიკის, სოციალური მეცნიერებებისა და კულტურის შესახებ. 

ელექტრონული წიგნები გათავსებულია ინგლისურენოვან პლატფორმაზე University Library Online, სადაც გათავსებულია ენციკლოპედიები, აუდიოწიგნები და რუკებიც. აღნიშნული კოლექცია დაეხმარებათ პოსტსაბჭოთა სივრცის მკვლევრებსა და სხვა დაინტერესებულ მკითხველებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში