არკადიის ბიბლიოთეკა მკითხველებისთვის
დამატების თარიღი: 2017-10-24 16:06:00

ძვირფასო მკითხველებო, 

24 ოქტომბრიდან 25 ნოემბრამდე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში ჩართულია ციფრული ბიბლიოთეკა The Arcadian Library

არკადიის ბიბლიოთეკა  1960-იან წლებში, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნების ურთიერთგავლენისა და კულტურული თანამშრომლობის უკეთ წარმოსაჩენად შეიქმნა. აქ იხილავთ მასალებს მოგზაურების, კვლევების, ჩაცმულობის, არქეოლოგიის, რელიგიის, კალიგრაფიის, ენის, ლიტერატურისა და აღმოსავლეთის ქვეყნების მეცნიერების შესახებ. განსაკუთრებით კარგად არის წარმოდგენილი ორიგინალი შრომები და უძველესი თარგმანები, რომლებმაც ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებას. 

 დღეს, კოლექცია აერთიანებს შუა აღმოსავლეთის უძველს ტექსტებსაც, მათ შორის,  ძველ ბერძენ მეცნიერთა,  სპარსულ და არაბულ, სირიელი ქრისტიანების ორიგინალ ჩანაწერებსა და  მათ თარგმანებს სხვადასხვა ენაზე.  ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში, ევროპელი მეცნიერები ესპანეთში, როგორც მრავალკულტურულ რეგიონში  მიემგზავრებოდნენ აღმოსავლეთიდან ევროპაში შემოტანილი სამეცნიერო სიახლეების შესასწავლად.  ბიბლიოთეკაში იხილავთ ამ მოგზაურთა ჩანაწერებს, ჩანახატებს, სამეცნიერო აღმოჩენებს,  კულტურული  გავლენების წყაროებს, იშვიათ ნაბეჭდ წიგნებს.  ცნობილი ბრიტანული გამომცემლობის, Bloomsbury  Publishing-ის ხელშეწყობით, ფართო საზოგადოებას ამ ძვირფასი კოლექციის გაცნობის საშუალება პირველად ეძლევა. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში