EBSCO-ს უახლესი კოლექციები მკითხველებისთვის
დამატების თარიღი: 2017-11-07 17:03:00

ძვირფასო მკითხველებო,

1 ნოებრიდან 1 დეკემბრამდე,  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში ჩართულია საერთაშორისო საბიბლიოთეკო კომპანიის, EBSCO-ს მონაცემთა ბაზები:

* Academic Search Elite  შექმნილია მკვლევრებისთვის და აერთიანებს სამეცნიერო ჟურნალებისა და პერიოდიკის კოლექციას. იგი მოიცავს: 

1600 სამეცნიერო პერიოდული გამოცემის სრულ ტექსტებს; 2000-მდე რეცენზირებად გამოცემას, 1100 ინდექსირებულ გამოცემას SCOPUS-ის კოლექციიდან. 

ამ ახალ ბაზაში იხილავთ სააგენტო Associated Press-ის  ვიდეოარქივს, რომელიც მოძიებული მასალის მიხედვით, მასალებს თემატურად წარმოგიდგენთ.  არქივი სულ 1930 წლიდან დღემდე, 67000 თემატურ ვიდეოჩანაწერს მოიცავს და ყოველთვე ახლდება.              

eBook Academic Collection -  ელექტრონული წიგნების აკადემიური, დარგობრივი  კოლექცია მზარდი პოპულარობით სარგებლობს.  160 000 ელექტრონული წიგნის ბაზა ნებისმიერი დარგის მკვლევარს დაეხმარება.

 იგი მოიცავს ისეთ საუნივერსიტეტო გამომცემლობების წიგნებს, როგორებიცაა: ოქსფორდის საუნივერსიტეტო გამომცემლობა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გამომცემლობა, ნიუ-იორკის, კემბრიჯის, კალიფორნიისა და სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტების გამოცემები; კომპანიების - Ashgate Publishing,Taylor & Francis, Sage Publications, John Wiley & Sons - ციფრული ბიბლიოთეკები. 

EBSCO Discovery Service TM + Full Text Finder (FTF) - სრული ტექსტების საძიებო სისტემა შესაძლებელს ხდის სასურველი მასალის ერთ ცდაში მოიძიებას, რისთვისაც 50 000 ჟურნალს, 6 მილიონზე მეტ წიგნს, 100 მილიონზე მეტ საგაზეთო სტატიას და 400 000 მოხსენებას აერთიანებს. 

საერთაშორისო საბიბლიოთეკო კომპანია, EBSCO 1944 წლიდან არსებობს, დღეს კი მსოფლიო ბიბლიოთეკებს ყველაზე ძვირადღირებული ციფრული არქივებითა და მაღალციტირებადი გამოცემებით უზრუნველყოფს.

მონაცემთა ბაზებში შესასვლელად, დაკლიკეთ სურათებსა და ლურჯ ლინკებზე. EBSCO-ს ციფრული ბიბლიოთეკით სარგებლობისთვის დაგჭირდებათ ინდივიდუალური მომხმარებლის სახელი და პაროლი, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში. 

მადლობა ყურადღებისთვის!