"ბლუმსბერის კულტურის ისტორია" ჩვენი მკითხველებისთვის
დამატების თარიღი: 2017-12-11 22:17:00

ძვირფასო მკითხველებო,

 

10 დეკემბრიდან 10 იანვრამდე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში ჩართულია უახლესი ციფრული რესურსი "ბლუსმბერის კულტურის ისტორია".   
მასში გაეცნობით არა მხოლოდ ბლუმსბერის გამოცემულ, კულტურის ისტორიის უახლეს ექვსტომეულს, არამედ სხვადასხვა ფორმატში გადმოცემულ თემებს ეპოქების, ქვეყნებისა და ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიც არის:
ბავშვობა, ოჯახი, ცხოველები, ადამიანის სხეული დაბადებიდან სიკვდილამდე, შეგრძნებები, მედიცინა, იდენტობა,  პოლიტიკა და ეკონომიკა, სოციალური ცხოვრება და კულტურა, ჩაცმა და მოდა, საკვები, ინტერიერი და სხვა.

 უახლესი ციფრული ბაზა აერთიანებს ყველაფერს სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების შესახებ. მონაცემთა ბაზაში, ცალკე თავი ეთმობა ქალების, როგორც ისტორიული მოვლენების მსხვერპლთა, თუ მონაწილეთა და ლიდერთა ისტორიას.

მასალების გაცნობა და გადმოწერა შეგიძლიათ საკუთარი ლეპტოპებითაც. 
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში