ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოში პირველი ებრაული ბიბლიოთეკა გაიხსნა
დამატების თარიღი: 2017-12-15 18:11:00

15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორიენტალისტიკის დარბაზში საქართველოში პირველი ებრაული ბიბლიოთეკა გაიხსნა.

ღონისძიებას, სადაც ბიბლიოთეკის გახსნასთან ერთად ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიაც ჩატარდა, სხვა სტუმრებთან ერთად ისრაელის ქნესეთის წევრებიც ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

ებრაული ბიბლიოთეკისთვის წიგნები „სარას ფონდმა" „ისრაელის სახლთან" ერთად შეიძინა. წიგნები ებრაულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ეხება ისრაელის უძველეს და თანამედროვე ისტორიას, სიონიზმს, იუდაიზმს, თეოლოგიას, ისრაელის საგარეო პოლიტიკას. წიგნებს შორის არის ივრითის შესასწავლი სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები.

მალე ქართული ბიბლიოთეკა ისრაელშიც გაიხსნება.