ეროვნულ ბიბლიოთეკას აკაკი ხოშტარიას არქივის დიგიტალური ვერსია გადაეცა
დამატების თარიღი: 2017-12-21 14:30:00

21 დეკემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკას ირანის რესპუბლიკის კულტურის ატაშე მოჯთაბა ქამრანფარდი ეწვია. ის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს გიორგი კეკელიძეს შეხვდა და რამდენიმე თვის წინათ მიღწეული შეთანხმების თანახმად აკაკი ხოშტარიას არქივის დიგიტალური ვერსია გადასცა.

ეროვნული ბიბლიოთეკა ირანის რესპუბლიკის საელჩოსთან ერთად იწყებს აქტიურ მუშაობას ირანის ქართული ემიგრაციის შესახებ მასალების მოსაპოვებლად და შესასწავლად.