SAGE Knowledge სოციალური მეცნიერებების, კრიმინოლოგიისა და მედიაკომუნიკაციების ვიდეობიბლიოთეკა
დამატების თარიღი: 2018-01-10 19:00:00

ძვირფასო მკითხველებო,

8 იანვრიდან 28 იანვრამდე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში ჩაირთო საერთაშორისო გამომცემლობის SAGE უახლესი ციფრული ბაზა SAGE Video, რომელიც სოციალური მეცნიერებების, კრიმინალური სამართლისა და მედიაკომუნიკაციების შესახებ 500-ზე მეტ სასწავლო ვიდეოს აერთიანებს. 

მაგალითად, "სოციოლოგიის კოლექცია", რომელიც 120 საათის სასწავლო ვიდეოებსა და ლიტერატურას მოიცავს, განსხვავებული ინტერესების მკითხველებისთვის შეიქმნა. ეს ციფრული ბიბლიოთეკა  სხვადასხვა სფეროს მკვლევრებს, სტუდენტებსა და ნებისმიერ მკითხველს მნიშვნელოვნად დაეხმარება, ბევრ უცნობ და უახლეს მასალას აერთიანებს ისეთ თემებზე, როგორებიც გახლავთ:  

სოციალური ურთიერთობები და ყოველდღიური ცხოვრება; გარემო, ურბანული და რეგიონული სოციოლოგია; გენდერი და სექსუალობა; პოლიტიკური სოციოლოგია; სოციალური ცვლილებები და ტრანსფორმაციები; სოციალური პოლიტიკა; სოციალური კლასიზმის თემატიკა; კრიმინალი და გადახრები; სოციალური და სოციოლოგიური თეორიები; სოციოლოგია ხელოვნებასა და კულტურაში; ჯანმრთელობის, მედიცინისა და სხეულის სოციოლოგია; ასაკი და ცხოვრების მსვლელობა; იდენტობისა და ორგანიზაციული სოციოლოგია; სპორტისა და დასვენების სოციოლოგია;  შრომის, განათლების, ოჯახისა და რელიგიის   სოციოლოგია.

ლექციების სრული ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ ფაილში

საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში ასევე  ჩართულია  უახლესი ვიდეობაზა: კრიმინოლოგიისა და კრიმინალური სამართლის ვიდეო კოლექცია. ეს  ამ ტიპის ერთადერთი ციფრული რესურსია, რომელიც საერთაშორისო დონის კრიმინოლოგებისა და იურისტების მიერ შეიქმნა. სასწავლო ვიდეოები და ლიტერატურა შემდეგ თემებად იყოფა:

კრიმინოლოგია, კრიმინალური სამართალი, სასჯელის სამართალი, სასამართლო პროცესები, საგამოძიებო საქმიანობა, თეორიული კვლევის მეთოდები, უსაფრთხოება და დანაშაული, კიბერუსაფრთხოება, საერთაშორისო საგამოძიებო სამართალი, კრიმინალის ტიპები, ძალადობა და ძალადობრივი კრიმინალი, პრევენციის მეთოდები.

ლექციების სრული ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ PDF ფაილში

მედიის, კომუნიკაციებისა და კულტუროლოგიის ვიდეობაზა გთავაზობთ მასალებს,  რომლებიც თეორიულ და პრაქტიკულ   ცოდნას აერთიანებს. მასში მოცემული მეთოდები მედიისა და კომუნიკაციების პროფესიონალების მიერ რეალურ საქმიანობიაშიც გამოიყენება. მათ შორის არის სასწავლო ვიდეოები  ჟურნალისტიკის, ფილმის პროდუქციის, რეკლამის მომზადების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ. 

ლექციების  სრული  ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ PDF ფაილში

ყველა ვიდეოს თან ახლავს ტრანსკრიპცია და შესაბამისი ლიტერატურაც. მასალების დეტალურად გასაცნობად დაკლიკეთ ამ გვერდზე მოცემულ ლურჯ ლინკებზე. ვიდეოების გაცნობა და გადმოწერა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში საკუთარი ლეპტოპებითაც შეიძლება. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში. 

მადლობა ყურადღებისთვის!