საიდუმლო მასალები მსოფლიო ომებიდან ცივი ომის პერიოდამდე
დამატების თარიღი: 2018-01-25 12:09:00

ძვირფასო მკითხველებო, 

24 იანვრიდან 25 თებერვლამდე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში ჩართულია დიდი ბრიტანეთის ეროვნული არქივის უახლესი ბაზა "საიდუმლო მასალები მსოფლიო ომებიდან ცივი ომის პერიოდამდე". ციფრული არქივი მომზადდა საერთაშორისო საგამომცემლო კომპანიის Taylor & Francis მიერ. მეცნიერები ამ მონაცემთა ბაზას მსოფლიო ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობის შესწავლისთვის უმნიშვნელოვანეს სიახლეს უწოდებენ.  

უახლესი ციფრული ბიბლიოთეკა მოიცავს XX საუკუნის უდიდესი კონფლიქტებისა  და მათი დაძლევის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვის უმთავრეს საიდუმლო მასალებს: აგენტების მიმოწერას, საიდუმლო კოდების გაშიფვრის მეთოდოლოგიას, პოლიტიკოსების მიმოწერას, შენიშვნებს სხვის წერილებზე და მრავალ საინტერესო, დღემდე სრულიად უცნობ მასალას.

საიდუმლო მასალებით შეიტყობთ, თუ როგორ ვითარდებოდა საგარეო პოლიტიკა, დიპლომატიური ურთიერთობები, სამხედრო საქმიანობა და კონფლიქტოლოგიის მეთოდები,  საიდუმლო ორგანიზაციების მუშაობასა და მათ გავლენას პოლიტიკურ მოვლენებზე ორი საუკუნის განმავლობაში.  მაგალითად, აღწერილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, სხვადასხვა ქვეყნებიდან სპონტანური შეტყობინებები, ენიგმის გაშიფვრის პროცესი და შესაბამისი აღწერილობა, ბრძანებები, ფინანსური ჩანაწერები, რუკები, შეხვედრის აღწერები, მოხსენებები და სხვა.  მონაცემთა ბაზაში 17 000 დოკუმენტია 1873 წლიდან 1953 წლის ჩათვლით. 

 საიდუმლო მასალები მსოფლიო ომებიდან ცივი ომის პერიოდამდე მკვლევრებსა და დაინტერესებულ მკითხველებს დიდ დახმარებას გაუწევს მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენებისა და კონფლიქტების პერიოდში, როგორც დიდი ბრიტანეთის, ისე სხვა ქვეყნების მთავრობების მუშაობის შესახებ  სრული სურათის შექმნისთვის. კოლექცია ყველა კონტინენტიდან მიღებულ მასალებს აერთიანებს. 


მონაცემთა ბაზის ვრცლად გაცნობა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში, საკუთარი ლეპტოპებითაც შეგიძლიათ, დაკლიკეთ ლურჯ ლინკებსა და ფოტოებზე.  

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში