მემორანდუმი უკრაინულ ახალგაზრდულ ორგანიზაცია,,სვიტანოკთან“
დამატების თარიღი: 2018-02-08 13:16:00

8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოში უკრაინულ ახალგაზრდულ ორგანიზაცია ,,სვიტანოკს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმების მხარდამჭერი საქართველოში უკრაინის საელჩოა. დოკუმენტის საფუძველზე აქტიურად დაიწყება საქართველოში უკრაინული ლიტერატურის კუთხის, უკრაინაში (კიევსა და ლვოვში) კი ქართული წიგნის კუთხეების გახსნის მიმართულებით მუშაობა.