ვიზიტი აჭარაში
დამატების თარიღი: 2018-02-23 11:40:00

22 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ინგა შამილიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე სკოლებში სკვერის ბიბლიოთეკების პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებაზე შეთანხმდნენ.

გიორგი კეკელიძემ ჩაატარა შეხვედრა და საჯარო ლექცია ბათუმის სკოლა „ევრო-2000"-ში. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთისა და დოლოგანის სკოლებში გაიხსნა ლიტერატურული კლუბები და მოეწყო ლექცია-სემინარი. სკოლებს მოძრაობა „ეკვილიბრიუმის" ფარგლებში გადაეცათ წიგნები ბიბლიოთეკებისთვის. ბათუმში, კინოთეატრ აპოლოსაც გადაეცა წიგნები მცირე ბიბლიოთეკის მოსაწყობად.