ეროვნული ბიბლიოთეკის ესეების კონკურსი „წიგნიერი “ თიბისი ბანკის მხარდაჭერით რეგიონებშიც ჩატარდა
დამატების თარიღი: 2018-04-23 12:36:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი „წიგნიერი"  წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა. კონკურსი  ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" და თიბისი ბანკის მხარდაჭერით პირველად გასცდა  თბილისის ფარგლებს. 

კონკურსში, რომლის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა,  X და  XI კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ სამი შერჩეული ცნობილი ნაწარმოების მიხედვით კონკურსის დღეს ესე დაწერს.

წელს კონკურსისთვის სამი ნაწარმოები - კნუტ ჰამსუნის „შიმშილი", ალბერ კამიუს „დაცემა" და გურამ რჩეულიშვილის „შპილკა" შეირჩა.

„წიგნიერს" ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად წელს ელექტრონული წიგნების სახლი „საბა" წარმოადგენს, რომელიც სამ გამარჯვებულს ელექტრონული წიგნებით დაასაჩუქრებს, ასევე მათ ტექსტებს წიგნის სახით გამოაქვეყნებს saba.com.ge-ზე. თიბისი ბანკის მხარდაჭერით კონკურსი პირველად თბილისის გარდა რეგიონებში - ქუთაისსა და ამბროლაულშიც ჩატარდა. 

ესეების წერა გაიმართა 2018 წლის 28 აპრილს ერთდროულად სამ ქალაქში:

ა) თბილისი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ლადო გუდიაშვილის 7)

ბ) ქუთაისი - ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა (ლილი ნუცუბიძის 1)

გ) ამბროლაური - მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა (მერაბ კოსტავას 32)

გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საზეიმო ღონისძიებაზე 2018 წლის 15 მაისს.