30 ნოემბერს 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ბელგიელ მწერალ ერიკ-ემანუელ შმიტთან შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.
შეხვედრის მოდერატორი იქნება მერაბ ფიფია, ხოლო თარჯიმანი - მებო ნუცუბიძე.