ერიკ-ემანუელ შმიტი ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმს ესტუმრა
დამატების თარიღი: 2018-11-30 14:13:00

30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ცნობილი ბელგიელი მწერალი ერიკ-ემანუელ შმიტი ესტუმრა.

სტუმარმა ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი დაათვალიერა. გაეცნო პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნების ისტორიას, ასევე უძველეს ფრანგულ გამოცემებს, მინიატიურულ წიგნებს.

მწერალმა ეროვნული ბიბლიოთეკის შთაბეჭდილებათა წიგნში ჩანაწერი გააკეთა და მის ერთ-ერთ გამოცემაზე ავტოგრაფიც დატოვა. გამოცემა შმიტის ავტოგრაფით ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაიდებს ბინას.