"თომას ზღაპრების" წარდგენა შტუდგარტში
დამატების თარიღი: 2018-12-24 14:06:00

გერმანიის ქალაქ შტუდგარტში, Theater am Olgaeck-ში, გიორგი კეკელიძის "თომას ზღაპრების" წარდგენა გაიმართა.ღონისძიების ორგანიზატორი იყო Georgisches Kultur-Haus e.V. "თომას ზღაპრების" წარდგენის მხარდამჭერია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი.

გიორგი კეკელიძის "თომას ზღაპრები" გერმანულ ენაზე რამდენიმე ხნის წინ ითარგმნა და მას ამჯერად გერმანულენოვანი მკითხველი გაეცნობა.