ტოლერანტობის თემა სამოქალაქო განათლების ციფრულ კოლექციებში
დამატების თარიღი: 2012-07-11 14:15:00

ტოლერანტობის თემა სამოქალაქო განათლების ციფრულ კოლექციებში

11 ივლისს 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული  ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილება გამართავს პრეზენტაციას "ტოლერანტობის თემა სამოქალაქო განათლების ციფრულ კოლექციებში".

წარმოდგენილი იქნება ტოლერანტობის თემაზე "სამოქალაქო საზოგადოების ციფრულ კოლექციაში" შესული წიგნები და "პერიოდულ გამოცემათა ციფრულ კოლექციაში" შესული ჟურნალები. სამოქალაქო განათლების განყოფილების წარმომადგენლები ტოლერანტობის თემის მაგალითზე საზოგადოებას გააცნობენ ამ კოლექციებში სასურველი ლიტერატურის ძიების ხერხებს. 

ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების ციფრული კოლექციები ყველაზე დიდი და სრულყოფილია საქართველოში. იგი მოიცავს სამოქალაქო განათლების და, მათ შორის, ტოლერანტობის თემაზე გამოცემულ უახლეს ლიტერატურას. ამდენად, სამოქალაქო განათლების საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის მისი გამოყენება საინტერესო და მნიშვნელოვანია.

ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იქნება ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული გამოფენის  "ბოშები საქართველოში" ამსახველი ვიდეორგოლი.