
ციფრულ ბიბლიოთეკა ივერიელს დაემატა ჟურნალი "ქართული მწერლობა"
ციფრულ ბიბლიოთეკა ივერიელს დაემატა ჟურნალი "ქართული მწერლობა" - სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის ყოველთვიური ჟურნალი. (1928 წლის აპრილიდან საქართველოს მწერალთა ფედერაციის ჟურნალი)გამოდიოდა 1926-1930 წლებში, თბილისში. რედაქტორი - სარედაქციო კოლეგია. პასუხისმგებელი რედაქტორი - სიმონ ხუნდაძე (1928-1930). გამომცემელი - მწერალთა კავშირი. ჟურნალი სხვადასხვა ფორმატით გამოიცა, აქვს წლიური საძიებლები ("დაბეჭდილი მასალების საჩვენებელი"), რომელიც დეკემბრის ნომრებშია მოთავსებული.