თემურ ჩალაბაშვილის შემოქმედებითი საღამო
დამატების თარიღი: 2012-07-03 14:31:00

3 ივლისს 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პოეტ თემურ ჩალაბაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. ავტორი წაიკითხავს თავის ლექსებს. თემურ ჩალაბაშვილის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს შეასრულებენ თემურ წიკლაური, ანსამბლი "ალილო" და ანსამბლი "ჩოხოსნები".