ირანული კულტურის დღე ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-06-11 14:53:00

ირანული კულტურის დღე ეროვნულ ბიბლიოთეკაში

11 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ა ირანული კულტურის დღე გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ირანში გადაღებული ფოტოები, ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული სპარსულენოვანი ლიტერატურა. ასევე გამოიფინა ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ირანის რუკები და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული ატლასი. წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური სპარსული ხელნაწერები,  მათ შორის არის მინიატიურები, ისტორიული დოკუმენტები, მხატვრულ-ისტორიული ნაწარმოებები.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.